გორის მერი: შვებულების პერიოდში მთლიანად საქმის კურსში ვიყავი და ვფლობდი სიტუაციას

აგვისტო 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერს გუგუტიაანთკარში ჩასვლისას მისი შვებულების საკითხზეც მოუწია საუბარი. ჟურნალისტებს აინტერესებდათ, რატომ არ შეწყვიტა შვებულება, მას შემდეგ რაც გორის მუნიციპალიტეტის სოფელში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განალხდა.

 

კონსტანტინე თავზარაშვილის შეფასებით, ეს საკითხი ახლა მეორეხარისხოვანია და მთავარი არსებულ სიტუაციაში შესაბამისი მუშაობაა.

 

"ჩემი შვებულების პერიოდში მთლიანად საქმის კურსში ვიყავი და ვფლობდი სიტუაციას. აქ არის მერის წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი, არიან სპეციალისტები, მე ყველანაირი ინფორმაცია მქონდა. დავბრუნდი და შევუდექი საქმიანობას. მე გუშინ შევხვდი მოსახლეობას, ვისი ბინებიც მოყვა იქითა მხარეს, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ძნელია, ჩემ შვებულებაზე საუბარი ახლა არის მეორეხარისხოვანი, მთავარია,რომ ის 8 ბიჭი მალე გამოიყვანონ, რომლებიც გაიტაცეს ე.წ. საზღვრისპირა სოფლიდან ", - ამბობს გორის მერი.

Read 248 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი