საოკუპაციო ხაზთან დაკავებულთა შესახებ ინფორმაციას ოსური მხარე ავრცელებს

აგვისტო 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს რვა მოქალაქე „მესაზღვრეებმა“ ე.წ. სამხრეთ ოსეთში დასახლებულ პუნქტ აძესარში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რეს“-სი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელის მურატ ჯიოევის განმარტებით, ეკლსეიასთან მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ე.წ. საზღვარი დაარღვია.

"სოფელ აძესარის ეკლესიასთან დაკავებულია რვა ადამიანი, რომლებიც ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაკავებულთა პირად ნივთებში აღმოჩენილია მცენარეული წარმოშობის ნარკოტიკული ნივთიერება“, - განაცხადა ჯიოევმა.

სააგენტოს ინფორმაციით, „რესპუბლიკის“ შესაბამისი ორგანოების მიერ მიმდინარეობს კანონის ფარგლებში, დაკავებულთა ვინაობის დადგენა.

ჯიოევისა განცხადებით, დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისი თქმით, შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, მიღებული იქნება გადაწყვეტილება დაკავებულთა მიმართ შემდგომი ზომების შესახებ.

Read 324 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი