კოტე წადი - გორის მერის სახლთან აქცია გაიმართა

აგვისტო 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარავილის სახლთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა თავზარაშვილის სახლის კარზე საბჭოთა სიმბოლიკის გამოსახულებით ბუშტები დაამაგრეს და მისი გადადგომა მოითხოვეს.

 

"კოტე თავზარაშვილს არ სცალია ხალხისთვის, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სამსახურში იქნება თუ არა. გორის მერი "ქართული ოცნების" ნათელი სახეა და მისი განცხადებებით ყოველდღიურად ზიანდება სახელმწიფო ინტერესები. როდესაც რუსი ოკუპანტები განაგრძობენ უკანონო ბორდერიზაციას გუგუტიაანთკარში , გორის მერი ამ დროს დასასვენებლად არის წასული და ირუჯება,  ეს არის სამარცხვინო. ეს ადამიანი უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებს და უფრო ხანგრძლივ შვებულებაში გავიდეს", - განაცხადა ვასილისა ჯაბახიძემ

Read 507 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი