გუგუტიაანთკარის მოსახლეობა, შესაძლოა, წყლის გარეშე დარჩეს

აგვისტო 17 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რეზერვუარი, რომელიც გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარს წყლით ამარაგებს, შესალოა, მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდეს.

ფრაქცია „პატრიოტები ხალხის სამსახურშის“ თავმჯდომარის მერაბ მახარაძის განმარტებით, მან ოსურ მხარეს სთხოვა, რომ წყლის რეზერვუარი არ მოჰყვეს მავთულხლართების მიღმა.

„სარწყავ არხზე ჰქონდათ პრობლემა. პირდაპირ გეუბნებით, დავურეკე, გამოუშვით, სარწყავი არხით ირწყვება ესთქო. იმათთან შეხვედრაც მქონდა, ოსები იყვნენ და ვუთხარი, რომ ეს ტერიტორია იქნება არ მოჰყვეს, სარწყავი არხი. მე მგონი არ მოჰყვება. გვითხრეს, რომ არაო“, - განაცხადა მახარაშვილმა.

გუგუტიანთკართან დღეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.  რაც შეეხება გუგუტიანთკარის მცხოვრებლებს, რომელთაც ოკუპანტებმა სახლების დემონტაჟისთვის სამდღიანი ვადა მისცეს, თითქმის დაასრულეს.

 

Read 292 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი