რუსეთი ოკუპანტია! - "სირცხვილიას" წევრებმა გორის მერიის შენობაზე სტიკერები გააკრეს

აგვისტო 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"რუსეთი ოკუპანტია!", "საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ", - ამ შინაარსის სტიკერები "სირცხვილიას" წევრებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაზე გააკრეს.

სტიკერები სამოქალაქო აქტივისტებმა მერიასთან გამართულ აქციაზე მიიტანეს და აბრასთან მიაკრეს.

"გორის მერმა გააკეთა სამარცხვინო განცხადება, დასასვენებლად ვარ და მერე გავერვევი სიტუაციაშიო. ასეთი განცხადების გაკეთება იმ ფონზე, როცა სახელმწიფო საკუთარ ტერიტორიას კარგავს, არაადეკვატურია", - ამბობდნენ აქციის წევრები.

სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გორის მერიასთან დღეს გამართეს და გუგუტიაანთკარში მიმდინარე პროცესების ფონზე, კონსტანტინე თავზარაშვილის შვებულებაში ყოფნა გააპროტესტეს.

ამავე თემაზე: გორის მერო, (გან)ისვენებ?! - "სირცხვილიას" წევრები გორში აქციას მართავენ

Read 173 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი