გორის თავდაცვის აკადემია წელს 74-მა იუნკერმა დაასრულა

აგვისტო 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის დასრულება აკადემიის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა.

93-მა ლეიტენანტმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო. სამხედრო ფიცის დადება იუნკერებს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა და კურსდამთავრებულებს კარიერულ წინსვლაში წარმატება უსურვა. ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში დიმიტრი ლეჟავამ ქვეყნის პრეზიდენტის მილოცვის ტექსტი წაიკითხა. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულ ლეიტენანტებს დიპლომები გადაეცათ. წარმატებული სტუდენტები სამსახურებრივი-საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ.

წელს აკადემია 74 იუნკერმა დაასრულა, 19 მსმენელმა კი ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გაიარა.

დღეიდან კურსდამთავრებულ იუნეკერებს ლეიტენანტის წოდებასთან ერთად, მიენიჭათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მენეჯმენტის, ინფორმატიკისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სპეციალობებში.

Read 178 times Last modified on Last modified on აგვისტო 16 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი