Back to Top
ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2019 11:53

ქართული მხარე გუგუტიაანთკარის საკითხს 29 აგვისტოს ერგნეთის შეხვედრაზე დააყენებს

Rate this item
(0 votes)

გუგუტიაანთკარში განვითარებულ პრიოცესებს ქართველი სამართალდამცავები თვალს ადგილზე ადევნებენ და სოფელში პატრულირებას განაგრძობენ. ვითარებას სადამკვირვებლო მისიაც აკონტროლებს.

გუგუტიაანთკარში რუსმა ჯარისკაცებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დილიდან განაახლეს. 

ქართული მხარე აღნიშნულ ფაქტს მორიგ პროვოკაციად აფასებს.

სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახური ამ საკითხის დაყენებას ერგნეთის შეხვედრაზე აპირებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესების სათანადოდ შეფასებისკენ მოუწოდებს.

Read 276 times