გუგუტიაანტკარში დამატებით ლითონის კონსტრუქციებს ამონტაჟებენ

აგვისტო 15 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკართან, რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლები დღეს დილიდან ისევ გამოჩნდნენ და მეორე დღეა, აქტიურად აგრძელებენ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ერთი კვირის წინ განთავსებული ბოძების გარდა, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დილიდან დამატებით ამონტაჟებენ ლითონის კონსტრუქციებს, რომლებზეც ე.წ. სასაზღვრო ბადეებს ამაგრებენ.

"ძალზე ცუდ მდგომარეობაში ვართ. მეორე დღეა, აქტიურად გაჰყავთ ე.წ. საზღვარი, ახალი პერიმეტრი საკმაოდ შემოჭრილია ჩვენსკენ და ბაღების დიდი ნაწილი უკონტროლო ტერიტორიაზე რჩება. აღარ ვიცით, რა ვქნათ. 7 აგვისტოს დამონტაჟებულის გარდა, ახალი ბოძებიც მოიტანეს და ახლა ამაგრებენ. ვთხოვთ ხელისუფლებას, ყველა ბერკეტი გამოიყენოს ამ პროცესის შესაჩერებლად", - აცხადებენ გუგუტიაანთკარში.

 

 

ამავე თემაზე: რუსმა ჯარისკაცებმა გუგუტიაანთკარში უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები დაასრულეს

 

Read 182 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი