გორის საკრებულოს თავმჯდომარე: მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის უფლება მალე გორსაც ექნება

აგვისტო 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ახალი ავტობუსების ჩამოყვანამდე არა თვითმმართველ ქალაქებს მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის უფლება ექნება.

დავით რაზმაძის განცხადებით, პროექტის ავტორი უწყება,რომელიც პარლამენტს მხარდასაჭერად მიმართავს ინფრასტრუქტურის სამინისტროა. მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალური ტრანსპორტის მართვა და შესაბამისი რეგულაციების დაწესება მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებს შეუძლია. გორს კი ამ სტატუსის ჩამორთმევის შედეგად ეს უფლება აღარ გააჩნია.

"პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტისგან გავიგეთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამზადებული აქვს პროექტი და სავარაუდოდ უკვე პარლამენტშიცაა ინიციატივა შესული. ამ ეტაპზე დარგობრივ კოდექსში წერია, რომ მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებს აქვთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის უფლება. აქედან გამომდინარე აუცილებლად უნდა შევიდეს ძალაში ეს ცვლილება და იმ ქალაქებსაც უნდა მიეცეთ აღნიშნული უფლება, რომლებსაც აღარ აქვთ თვითმმართველის სტატუსი. ჩვენ ვთხოვეთ ცენტრს, რომ საჭირო იყო ეს რეგულაციები ადგილობრივ დონეზე მოწესრიგებულიყო. გაითვალისწინეს როგორც ჩანს და შეგვპირდნენ, რომ გაითვალისწინებდნენ ამ საკითხს ", -ამბობს დავით რაზმაძე.

საქართველოს ქალაქებისთვის ახალი ავტობუსების გადაცემაზე ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, რომლის მიხედვით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა ქუთაისისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ზუგდიდისთვის, რუსთავისა და ფოთისთვის 100 ახალ ავტობუსს შეიძენს.

Read 589 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი