Print this page
სამშაბათი, 13 აგვისტო 2019 16:08

გორში ახალგაზრდები “ეკო კლუბს“ ქმნიან

Rate this item
(0 votes)

გორში ახალგაზრდების მონაწილეობით „ეკო კლუბი“ ჩამოყალიბდება.

ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები თემაზე : გარემოს დეგრადაცია , როგორც გლობალური პრობლემა, გარემოს გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ბუნებრივი კატასტროფები და მათი გავრცელება საქართველოში, ნაგავსაყრელები, როგორც მიძინებული ნაღმები. ახალგაზრდები დაგეგმავენ კამპანიას გარემოს დაცვის კუთხით და ერთ - ერთი აქტივობა იქნება დასუფთავების აქცია სკრის თემში.


“ერთად უკეთესი მომავლისათვის“ ასე ჰქვია ახალგაზრდულ ინიციატივას, რომელშიც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 50 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. პროექტს PIN - ის მხარდაჭერით, “მეგობრობის ხიდი ქართლოსი“ ახორციელებს.

აღნიშნული აქტივობები აგვისტოში დაიწყება და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება .

Read 410 times