შიდა ქართლში 6 თვეში 345 შემაკავებელი ორდერი გამოიცა

აგვისტო 13 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
საქართველოს მასშტაბით, 2019 წლის 6 თვეში 5 399 შემაკავებელი ორდერი გამოიცა, მათ შორის 345 - შიდა ქართლში, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"სამინისტროს ინიციატივით, გამკაცრდა პასუხისმგებლობა შემაკავებელი ორდერების დარღვევაზე. პირველივე შემთხვევა ისჯება სისხლის სამართლის წესით, ნაცვლად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა", - აცხადებენ შსს-ში.
როგორც ცნობილია, 2019 წლის 6 თვეში შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში 144 პირი მიეცა.
დარღვევა, ძირითადად, გამოხატული იყო მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის დარღვევაში და არა რაიმე ძალადობრივ ქმედებაში. დამრღვევი 137 შემთხვევაში იყო მამაკაცი, ხოლო 7 შემთხვევაში - ქალი.
Read 56 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი