Back to Top
სამშაბათი, 13 აგვისტო 2019 12:15

ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს ერგნეთში ხელოვანები შეხვდნენ

Rate this item
(0 votes)

ერგნეთში სკოლის შენობაში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ომში გარდაცვლილთა დედები და მეუღლეები დაესწრნენ.

მონაწილეთა უმრავლესობას მწერლები შეადგენდნენ, რომლებმაც დამსწრეებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს. ღონისძიება აგვისტოს ომის გახსენებას მიეძღვნა. შეხვედრაზე საუბარი სოფლის ისტორიასაც შეეხო.


“ ღონისძიების მიზანია, მოსახლეობასთან, ურთიერთობა და მათი გაცნობა. ჩვენ ყოველწლიურად ვიკრიბებით ერგნეთში ომის დროს გარდაცვლილი მეომრების მემორიალთან, ვიწვევთ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ხელოვან ადამიანს და ვაცნობთ სოფლის ისტორიას. ეს უკვე წლებია გრძელდება. ჩვენთან ერთად იყვნენ მთასვლელი ვანო ჯაფარიძე, მხატვარი ილო პატაშური, საპატრიარქოს მგალობელთა გუნდი მზია ხეთაგური და თამრიკო ჭოხონელიძე, დებთან ერთად“, - ამბობს ნიქოზელი მწერალი თამარ მეტრეველი.

Read 485 times