Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 11 მარტი 2018 21:33

დე ფაქტო ხელისუფლება: შესაძლოა, ტატუნაშვილის ცხედარი 2 კვირაში გადასცენ ოჯახს

Rate this item
(0 votes)

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს შესაძლოა, ორი კვირის განმავლობაში გადასცენ, - განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა. დინა გასიევი ამ საკითხზე Front News International-ს ესაუბრა.

"ჩვენი ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან ჟენევის დისკუსიებისა და ინციდენტების აღკვეთისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ურთიერთობს. ეს სიტუაცია განიხილებოდა. სამხრეთ ოსეთის პოზიცია ასეთია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი აუცილებლად დაუბრუნებდა ოჯახს საქართველოში, მხოლოდ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ. ეს უახლოეს პერიოდში მოხდება", - განაცხადა გასიევამ.

 

 

Read 1812 times Last modified on კვირა, 11 მარტი 2018 21:48