Back to Top
სამშაბათი, 13 აგვისტო 2019 12:03

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი15 სტაჟიორს შეარჩევს

Rate this item
(0 votes)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 479 სტაჟიორის პოზიციაზე ვაკანსიები გამოაცხადა, მათ შორის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამომძიებლის პოზიციაზე ა3 ვაკანტური ადგილია, რისთვისაც 15 სტაჟიორი შეირჩევა.

სტაჟირების ხანგრძლივობა 6 თვეა. განაცხადის შევსება აღნიშნულ პოზიციაზე ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც შეუძიათ.

როგორც ცნობილია, სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელი აფასებს სტაჟიორებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით, სტაჟიორი ინიშნება შესაბამის თანამდებობაზე ან ეძლევა რეკომენდაცია სამინისტროს ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რითაც სტაჟიორს უპირატესობა ენიჭება კონკურსში მონაწილე თანაბარი შედეგების მქონე კანდიდატებთან.

სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

Read 940 times