შინდისის გმირებზე გადაღებული ფილმის "შინდისი" თრილერი გავრცელდა

აგვისტო 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს ეროვნულმა კინო-ცენტრმა შინდისის გმირებზე გადაღებული ფილმის "შინდისი" თრილერი გაავრცელა.

ფილმი რეჟისორმა დიტო ცინცაძემ, რეალურ ამბავზე დაყრნობით, გადაიღო. 

"შინდისი" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 ქართველი ჯარისკაცს ეძღვნება.

პროდიუსერი ედმონდ მინაშვილია, სცენარის ავტორი ირაკლი სოლომანაშვილი. მთავარ როლებში თამაშობენ მსახიობები: გიგა პიპინაშვილი, დათო ბახტაძე, თამუნა აბშილავა, მარიამ ჯიბლაძე.

ფილმის პრემიერა, საქართველოში სექტემბრის ბოლოს გაიმართება.

ფილმი ამერიკის კინოაკადემია "ოსკარის " პრემიაზე სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარდგება. 

Read 1809 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი