ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე გაათავისუფლეს

მარტი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

22 თებერვალს ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ოკუპირებული ტერიტორია დატოვა.

ქუტაშვილი და პავლიაშვილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულები, როგორც თავად ამბობენ, თავს კარგად გრძნობენ. 

მცხეთაში ასევე იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

ქუტაშვილი და პავლიაშვილი ოკუპირებულ დაბაში იმყოფებოდნენ, თუმცა დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მათ დოკუმენტები ჩამოართვეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

 

Read 1977 times Last modified on Last modified on მარტი 11 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი