Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 12 აგვისტო 2019 14:30

გორის დეპუტატის ბიუროს დაფინანსება 51 600 ლარს შეადგენს

Rate this item
(0 votes)

საქართველოს პარლამენტიდან დარიცხული თანხა, რომელიც ყოველთვიურად 4 300 ლარს შეადგენს, ძირითადად დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებისთვის იხარჯება.

3580 ლარი 4 ადამიანზე ნაწილდება. მათ შორის არიან, ბიუროს უფროსი - ზურაბ კაპანაძე და თანამშრომლები: მაია შავშიშვილი, ზურაბ კაჭკაჭიშვილი და ლადო შატბერაშვილი.

დაფინანსების დანარჩენი ნაწილი კი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ბიუროს საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას (ტრანსპორტის მომსახურება, საწვავი, ინტერნეტი, კავშირგაბმულობა და სხვა) ხმარდება.

ბიუროდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია რადიო "მოზაიკამ" დაგვიანებით მიიღო, როგორც აღმოჩნდა კანონით განსაზღვრული 10 დღიანი ვადის გადაცილება ელექტრონული ფოსტის ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. ბიურომ "მოზაიკას" შეკითხვებს მას შემდეგ უპასუხა, რაც პასუხების მიღების დაგვიანებაზე ინფორმაცია გავრცელდა.

Read 506 times