Print this page

გორის დეპუტატის ბიუროს დასახმარებლად, წელს 129 მოქალაქემ მიმართა

აგვისტო 12 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2019 წლის 1 ინვრიდან დღემდე, ბიუროს განცხადებით 129 მოქალაქემ მიმართა, - ამის შესახებ გორის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდან მიღებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, ზეპირსიტყვიერი კონსულტაცია 49 მოქალაქეს გაეწია.

"მომართვის ძირითადი საკითხები ეხება სამედიცინო მომსახურებისა და სოციალურ-ეკონომიურ საკითხებს. შუამდგომლობის მიზნით, ბიურომ შესაბამის სამსახურებს მიმართა 187 წერილით. შუამდგომლობის წერილები ეხება სამედიცინო მომსახურებისა და სოციალურ-ეკონომიურ საკითხებს", - წერია ბიუროდან მიღებულ ინფორმაციაში.

ბიუროდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია რადიო "მოზაიკამ" დაგვიანებით მიიღო. როგორც აღმოჩნდა, კანონით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის გადაცილება ელექტრონული ფოსტის ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.

ბიურომ "მოზაიკას" შეკითხვებს მას შემდეგ უპასუხა, რაც პასუხების მიღების დაგვიანებაზე ინფორმაცია გავრცელდა.

Read 231 times