გორის სამხედრო აკადემიაში საზაფხულო სკოლის პირველი ნაკადი გაიხსნა
ეროვნული თავდაცვის აკადემია უკვე მეორედ მასპინძლობს საზაფხულო სკოლას ,,ჩემი სამყარო'', რომელიც ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, აკადემიასა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
საზაფხულო სკოლის პირველი ნაკადი პროექტის კოორდინატორმა, მარიამ დარბაიძემ გახსნა. მონაწილეებს მიესალმნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილე რამაზ კვარაცხელია და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ეკა მეტრეველი.
მოლოდინებისა და შარშანდელი გამოცდილების შესახებ პროექტის ყველაზე უმცროსმა მონაწილემ გურამ მღებრიშვილმა ისაუბრა.
Latest from რადიო მოზაიკა
- სოფელ ბერშუეთში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
- კოვზიაშვილი: გორის ბაღებში ჩუტყვავილას გარდა, სხვა ინფექციური დაავადება არ გამოვლენილა
- გორის სასამართლომ მოქალაქე მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის დააჯარიმა
- ბადრი ბასიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას ჩაანაცვლებს
- საქართველოს თასის ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ადგილი სამმა სპორტსმენმა მოიპოვა