Print this page
ორშაბათი, 12 აგვისტო 2019 12:38

გორის მერია 4 სოფელში გზის რეაბილიტაციისთვის 108 254 ლარს დახარჯავს

Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 3 ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება ჯამში 108 254 ლარს შეადგენს.
სოფლების საყავრი და წითელწყაროს საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის 23 705 ლარის დახარჯვა იგეგმება.
ასევე, ტენდერი გამოცხადდა სოფელ ორმოციდან მღებრიანამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის, რისთვისაც 42 243 ლარი დაიხარჯება.
გარდა ამისა, იგეგმება მღებრიანიდან პიტნარამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რისთვისაც 42 306 ლარის დახარჯვა იგეგმება.

 

 
Read 1358 times