ფლანგვის დეტექტორი: მაკრახიძესთან დაკავშირებულ სავარაუდო კორუფციულ სქემაზე პროკურატურას მივმართავთ

აგვისტო 10 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
დეპუტატ იოსებ მაკრახიძე, მისი ოჯახის წევრები და ნათესავები ქალაქ გორში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერებში ყველაზე ხშირად იგებენ. ამ საკითხით ამჯერად "ფლანგვის დეტექტორი" დაინტერესდა, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე გორის მაჟორიტარი დეპუტატისა და მისი ახლობლების კომპანიების, სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვების სტატისტიკას სწავლობდა.
ორგანიზაცია აპირებს რომ მოძიებული ფაქტებით პროკურატურას მიმართოს.
„მეტასტაზივით არის უკვე კორუფცია მოდებული ქართულ პოლიტიკას, რადგან მსგავსი ფაქტები ძალიან ხშირია. ზოგადად ამ ადამიანის ბიოგრაფია მსგავსი ფაქტებით არის ძალიან ხშირი. როგორც მახსოვს, პროკურატურაც დაინტერესდა ამ საქმით, მარგამ არჩევნების წინ რატომღაც შეწყდა გამოძიება. ჩვენ მაინც ვაპირებთ დავუკავშირდეთ პროკურატურას. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ სახელმწიფო ტენდერებიდან თითქმის მესამედი პირდაპირი შესყიდვაზე მოდის და ეს არის შემაძრწუნებელი სტატისტიკა ევროპის ქვეყნებთან შედარებით. მოგეხსენებათ, ამ ნაწილში კორუფციის უდიდესი რისკია“, - განმარტავს „ფლანგვის დეტექტორის“ დამფუძნებელი ზაზა აბაშიძე.
Read 1115 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი