გუგუტიანთკართან ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურებას გაეროში გამოეხმაურნენ

აგვისტო 10 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გაერო-ს უშიშროების საბჭოში ბელგიის მუდმივმა წარმომადგენელის მოადგილემ, კარენ ვან ვლიებერგმა განაცხადა, რომ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გააქტიურება კონფლიქტს ახანგრძლივებს და საქართველოსა და მთლიანად რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევს.
ამის შესახებ ვან ვლიებერგმა ბრიფინგზე უშიშროების საბჭოში დახურული სხდომის შემდეგ, აშშ-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით განაცხადა.
"ვწუხვართ, რომ კონფლიქტის გადაჭრისთვის 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმების ხელმოწერიდან მცირე პროგრესია მიღწეული. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ე.წ. აღიარება და ორივე დე ფაქტო ხელისუფლებასთან უსაფრთხოების საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება მისი მეზობლების სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო წესრიგის საფუძველზე არსებული ნორმების მიმართ უპატივცემულობას გვიჩვენებს. ჩვენ, ყველა უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ე.წ. ბორდერიზაციისპროცესის გააქტიურებით. ეს ქმედებები ახანგრძლივებს კონფლიქტს და დესტაბილიზაციას იწვევს საქართველოსა და მთლიანად რეგიონში“, – განაცხადა კარენ ვან ვლიებერგმა.
მისი თქმით, აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები დღეს კვლავ მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან 7 აგვისტოს საოკუპაციო ძალებმა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი გაახლეს.
Read 192 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი