დეფაქტო პრეზიდენტი: მალე სხვა ქვეყნებიც აღიარებენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას

აგვისტო 10 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„სამხრეთ ოსეთი“ მისი აღიარებისთვის ბევრ ქვეყანასთან მუშაობს, საქართველოს მიერ ამ პროცესის ბლოკირების მცდელობის მიუხედავად, - ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „ტასს“-ს განუცხადა.

მისივ თქმით, „საქართველო სხვა ქვეყნების მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარებას აქტიურად ეწინააღმდეგება“.

„თუ ჩვენ რომელიმე სახელმწიფოს დავასახელებთ, რომელთანაც სამხრეთ ოსეთის აღიარების მიზნით მიმდინარეობს მუშაობა, საქართველო იქ მაშინვე თავის წარმომადგენლებს გზავნის, საპროტესტო ნოტებს გადასცემს და ამ პროცესს ყველანაირად ბლოკავს. მაგრამ სამხრეთ ოსეთის აღიარება - შეუქცევადი პროცესია და იმ ქვეყნების გეოგრაფია, რომლებთანაც მიმდინარეობს მუშაობა, საქმაოდ ფართოა. მოლაპარაკებები ძალიან ბევრ სახელმწიფოსთან მიმდინარეობს. რესპუბლიკის შემდგომ აღიარებას რუსი კოლეგებიც ხელს უწყობენ. მათთან მჭიდრო კავშირში ჩვენ მალე დავინახავთ ქვეყნებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას აღიარებენ“, - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.

Read 426 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი