ხურვალეთსა და მიმდებარე სოფლებში მაცხოვრებლებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

აგვისტო 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ხვალ, 10 აგვისტოს, 11:00 საათიდან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლის შენობაში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართება.

პაციენტებს კლინიკურ-ინსტრუმენტულ კვლევებს ჩაუტარებენ და მოემსახურებიან აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის, თვალის კლინიკა "ახალი მზერის" და სხვა კლინიკების კვალიფიციური სპეციალისტები: ოჯახის ექიმი,კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, რადიოლოგი, პულმონოლოგი, გასტროენტეროლოგი. 

პაციენტებს ჩაუტარდებათ შემდეგი სახის კვლევები: ექოკარდიოსკოპია, მუცლის ღრუს ექოსკოპია, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, ეკგ და ლაბორატორიული კვლევები.
აქცია ტარდება შავშვების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებისთვის.

აქციის ორგანიზატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო. მხარდამჭერები არიან შიდა ქართლის ადმინისტრაცია და გორის მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის ტრანსპორტირებას ხურვალეთში.

Read 220 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი