Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 09 აგვისტო 2019 17:20

ლევიტანას სკოლა ფუნქციონირებას რიტუალების სახლის შენობაში გააგრძელებს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ლევიტანას დაწყებით სკოლას, სოფელში არსებული რიტუალების სახლის შენობა უსასყიდლოდ გადაეცა. სკოლა კერძო პირის საკუთრებაში ფუნქციონირებდა და საკუთარი შენობა არ გააჩნდა.

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაწყებით სკოლას რიტუალების სახლის შენობა სასწავლო პროცესის ჩასატარებლად 5 წლის ვადით, უსასყიდლოდ უზუფრუქტის ფორმით გადასცა. 

"აღნიშნულ სკოლას არ ჰქონდა შენობა და ამ დრომდე სასწავლო პროცესი ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ კერძო სახლში მიმდინარეობდა. იყო თხოვნა, რომ სოფელში არსებული რიტუალების სახლი, რომელიც იყო უფუნქციო, გადასცემოდა სარგებლობაში ამ სკოლას. გარკვეული ხელის შევლება სჭირდება, მაგრამ ნორმალური პირობებია, იმისთვის რომ ბავშვებმა ისწავლონ", - განაცხადა საკრებულოს თავჯდომარემ, დავით რაზმაძემ

Read 607 times