გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ერთ წელში 7 კომპანია დააჯარიმა 

აგვისტო 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების ანგარიშის მიხედვით 2018 წლიდან დღემდე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად 7 კომპანია დაჯარიმდა.

"გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილებამ 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის საანგარიშო პერიოდში განახორციელა და ახორციელებს ზედამხედველობა/მონიტორინგის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შესაბამისად გაფორმებული 97 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის სამუშაოებზე. ჯამში 24 112 385 ლარის ოდენობით. ზედამხედველობის სამსახურის და კონტრაქტორი ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობის შედეგად საანგარიშო პერიოდში მიღებულია ეკონომია 155 055 ლარის ოდენობით. 5 კომპანიას შეუწყდა ხელშეკრულება და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები,7 კომპანიის მიმართ, მიწოდების ვადების დარღვევის გამო, გამოყენებული იქნა საჯარიმო სანქცია", - ნათქვამია ანგარიშში.

ინფორმაციისთვის, ზედამხედველობის სამსახურის, ინფრასტრუქტურული პროექტების განყოფილებამ საკრებულოს სხდომაზე ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა.

Read 244 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი