გელა კაპანაძე: იმედი მაქვს ქვეყანა კონფლიქტის მოგვარებისთვისაც მოიცლის

აგვისტო 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ქვეყანა ბევრ ენერგიას ხარჯავს პოლიტიკურ დებატებზე და ყველაზე დიდი ტკივილი გვავიწყდება" - ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორმა, გელა კაპანაძემ შეხვედრაზე, რომელიც სტალინის მუზეუმში გაიმართა.

"ქვეყანა რამდენ ენერგიას ხარჯავს პოლიტიკურ დებატებში. ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამაზე მიდის უამრავი ენერგია, უამრავი დრო, უამრავი ფული და სამწუხაროდ, ყველაზე დიდი ტკივილი გვავიწყდება. ამ ენერგიის რაღაც განსაზღვრული ნაწილი, ამ ფინანსების განსაზღვრული ნაწილი, რაღაც რესურსი რომ ამ კონფლიქტის მოგვარებაზე გადაერთოს შეიძლება მთლად ვერაფერი, მაგრამ რაღაც დაიძვრება მაინც, რაღაცა საწყისი იქნება. ამაზე უფრო ჩვენზე ჭკვიანი და დიდი თავები იფიქრებენ. იმედი მაქვს, რომ ოდესმე ქვეყანა ამისთვისაც მოიცლის",  - განაცხადა გელა კაპანაძემ.

ღონისძიება, რომელზეც კაპანაძემ აღნიშნული განცხადება გააკეთა, სტალინის მუზეუმის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრას აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და ახალგორიდან დევნილი მწერლები და პოეტები ესწრებოდნენ.

Read 117 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი