გორის კულტურის სააგენტოს დირექტორმა ლექსი წაიკითხა, რომლის ავტორიც არ იცოდა

აგვისტო 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორმა, აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებულ შეხვედრაზე ლექსი წაიკითხა, რომლის ავტორიც არ იცოდა.
"მეც მინდა ჩემი გამოსვლა ერთი პატარა ლექსით დავამთავრო, ნამდვილად არ მახსოვს ვისი ლექსია, მაგრამ სადღაც წავიკითხე, მახსოვს და მინდა იმ ტკივილს მოვეფერო, დროებით დაკარგულ მიწა-წყალს და იმ საფლავებს, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი დავტოვეთ იქ
"მზემ ღრუბლის ფარდა გახია,
აქაც ლამაზი მთა და მდელოა,
სადაც ქართველი კაცი მარხია
ყველგან პატარა საქართველოა", - იმ პატარა საქართველოს მივაგოთ პატივი" - ასე დაასრულა გელა კაპანაძემ თავისი სიტყვით გამოსვლა.
ცნობისთვის, აღნიშნული ლექსი მთარგმნელ და პოეტ ნოდარ გურეშიძეს ეკუთვნის.
Read 755 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი