ვალერი სუხიშვილი: ოსებმა და აფხაზებმა გვაჯობეს ჭკუით, შეეკედლნენ რუსებს

აგვისტო 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
"ოსებმა და აფხაზებმა გვაჯობეს ჭკუით, შეეკედლნენ ამ რუსებს" - ამის შესახებ, ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის დამფუძნებელმა ვალერი სუხიშვილმა სტალინის მუზეუმში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის წლისთავთან დაკავშირებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
"ჩვენ ბასიანისა და დიდგორის ომის შემდეგ, ეს სამარცხვინო ომი უნდა წაგვეგო? ვის ეჩხუბები? ვის ეომები? ვისა ლანძღავ? ოსებმა და აფხაზებმა გვაჯობეს ჭკუით, შეეკედლნენ ამ რუსებს. ჩვენი უბედურება კიდევ ის იყო, რომ ერგნეთის ბაზარი იყო გამაერთიანებელი ცენტრი ოსების და ქართველების, ფაქტობრივად, შერიგებულები ვიყავით. რატომ არ ვეძებთ იმას, ვინ გაანადგურა ერგნეთის ბაზარი?" - აღნიშნა ვალერი სუხიშვილმა.
ვალერი სუხიშვილი ასევე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდნტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ ქართველებმა ოსების გენოციდი მოაწყეს.
"მე ბედნიერი აღარ ვარ, რადგან ძალიან დამამცირებელი ომი წავაგეთ. უსირცხვილოდ, პუტინის პარლამენტი ამბობს, რომ ქართველებმა გენოდიცი მოაწყეს 20-იან წლებში. საკითხავია, რატომ ხმას არ ვიღებთ და არ ვამბობთ, რომ 20-იან წლებში ოსები არც კი ცხოვრობდნენ ცხინვალში, მხოლოდ ჯავაში იყვნენ. რაკი გაჩუმებულები ვართ, ჰგონიათ, რომ ჩვენ ვტყუივართ", - აცხადებს ვალერი სუხიშვილი.
შეხვედრას, რომელიც სტალინის მუზეუმის ადმინისტრაციის ინიციატივით მოეწყო, სუხიშვილთან ერთად, აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და ახალგორიდან დევნილი მწერლები და პოეტები ესწრებოდნენ.
Read 993 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი