ზვიად ზვიადაძე: ყველა ორგანიზაცია ინფორმირებულია გუგუთიაანთკარში მიმდინარე პროცესებზე

აგვისტო 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"საქმის კურსშია ყველა საერთაშორისო მისია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს“, - აღნიშნული განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სიტუაციის ადგილზე გაცნობის შემდეგ გააკეთა.

 

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით გუშინ დადღეს რამდენჯერმე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საკომუნიკაციო საშუალება ცხელი ხაზი და ყველა ორგანიზაცია ინფორმირებულია.


"ახლა იმის გარკვევა მიმდინარეობს კონკრეტულად რამხელა ტერიტორიაა, ვინ დაზარალდა ამით, ადგილობრივი მოსახლეობის ნაკვეთებში არის თუ არა გადმოსული ეს უკანონო კონსტრუქციები, რომლებიც ჩვენი თვალით ვნახეთ. დღევანდელი დღე ალბათ ფაქტია იმისა, რომ რუსეთი არ ჩერდება, საოკუპაციო
ძალა უკან არ იხევს და პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს, რომ სიტუაცია გაამწვავოს. პროვოკაციებს აწყობს, სხვას ვერაფერს დაარქმევ გუშინდელ და დღევანდელ დღეს მსგავს საქმიანობას, როდესაც ჩვენ 2008 წლის საომარი მოქმედებებისა და ამ დიდი ტრაგედიის 11 წლისთავს აღვნიშნავთ. ინფორმაცია, რომ აქ რუსი სამხედროები რაღაც გაურკვეველ კონსტრუქციებს აწყობდნენ, გუშინ საღამოს გვქონდა“, - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთიაანთკარში რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივების ეზოები მწვანე ძელებით მონიშნეს.

 

ამავე თემაზე : გუგუტიანთკარში საოკუაციო ხაზს მიღმა საცხოვრებელი სახლიც ექცევა

Read 705 times Last modified on Last modified on აგვისტო 08 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი