ბიჭი, რომელმაც გორში ანტისაოკუპაციო წარწერები გააკეთა

აგვისტო 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

28 წლის ვახტანგ გაგნიძემ გორში, სხვადასხვა ადგილას ანტისაოკუპაციო წარწერები გააკეთა.

"რუსეთი ოკუპანტია", "სტოპ რასსია" - ამ შინაარსის წარწერებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კედლებსა და გზებზე შეხვდებით.

ვახტანგი ამბობს, რომ ამ ფორმით რუსული აგრესიის მიმართ საკუთარი პროტესტის გამოხატვა სცადა.

"პირადად ჩემთვის რუსეთი არის ოკუპანტი. ამიტომ გადავწყვიტე, სხვადასხვა ადგილას გამეკეთებინა ამ შინაარსის წარწერები", - უთხრა რადიო "მოზაიკას" გაგნიძემ.

ინფორმაციისთვის, მსგავსი შინაარსის წარწერა RUSSIA IS AN OCCUPIER / რუსეთი ოკუპანტია სამოქალაქო აქტივისტებმა გორში წუხელ, ღამითაც გააკეთეს, თუმცა გორიჯვრის ქუჩაზე გაკეთებული ეს წარწერა ახლა უკვე წაშლილია.

Read 1893 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი