საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ბორდერიზაციის განახლებულ პროცესზე

აგვისტო 08 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის მიერ ბორდერიზაციის განახლებულ პროცესზე საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების განცხადებას რადიო "მოზაიკა" უცვლელად გთავაზობთ:

"2019 წლის 7 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან განახლდა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი.

ინფორმაციის მიღებისთანავე საგარეო უწყებამ აამოქმედა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი: დაუყოვნებლივ მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში არსებული ცხელი ხაზის ამოქმედება. ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მიმდინარე პროცესის სათანადო შეფასებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოწოდების აუცილებლობას.

საოკუპაციო ხაზზე აღნიშნული უკანონო სამუშაოები უარყოფითად აისახება სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ასევე, კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და უსაფრთხოების არსებულ გარემოს", - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ამავე თემაზე: გუგუტიანთკარში საოკუაციო ხაზს მიღმა საცხოვრებელი სახლიც ექცევა

Read 86 times Last modified on Last modified on აგვისტო 08 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი