Back to Top
ხუთშაბათი, 08 აგვისტო 2019 12:43

ლექსი, რომელიც მეჯვრისხეველმა გოგონამ შინდისის გმირებს მიუძღვნა

Rate this item
(0 votes)

მეჯვრისხეველმა ნათია ტატიაშვილმა შინდისის გმირებს ლექსი მიუძღვნა.

რომელმა დედამ დაგზარდათ,
დაელოცებათ კალთები,
ჩვიდმეტი გმირი ვაჟკაცი,
ჩვიდმეტი საარაკევი.

ვინ დაგირწიათ აკვანი,
ჭირის საყოფად მოძმისა,
ქართული იავნანათი,
ვინ დაგაძინათ მოთქმითა.

ვინ გაგიმეტათ სამიწედ,
ტყვიით ნაკაწრი მკერდებით,
თქვენ როგორ უნდა დამიწდეთ,
თქვენ უკვდავება შეგფერით,

მე მაპატიეთ გიდარდეთ,
გმირობით სახელგანთქმულნო,
თქვენს გულზე დაყრილ მიწაზე,
ფეხის დადგმასაც ვკადრულობ.

Read 3279 times