ქეთი ბებიაშვილი: ყველა აბორტზე, რაც 2008 წელს ჩატარდა, პასუხისმგებელია ხელისუფლება

აგვისტო 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ომიდან 11 წლისთავზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ბებიაშვილმა დღეს საომარი მოქმედებების დროს და მის შედეგად, ადამიანის სიცოცხლის უფლებაზე ისაუბრა და მისი მოსპობის ფაქტებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

ქეთი ბებიაშვილის აზრით, დემოგრაფიული თვალსაზრისით, ომის შემდგომ წლებში უფრო უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა, ხელისუფლებას სათანადოდ რომ ეზრუნა დაზარალებულ ხალხზე.

"ყველა ადამიანის სიცოცხლის უფლების მოსპობაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. როდესაც ჩვენ დავდიოდით დევნილთა ჩასახლებებში ომის შემდეგ, გორსა და თბილისში, ძალიან ხშირი იყო ქალებში სასოწარკვეთილება, არ იცოდნენ, როგორ უნდა გაეზარდათ ბავშვები, არ იცოდნენ შვილს რომ გააჩენდნენ, რა მომავალი ექნებოდათ და ა.შ. აქედან გამომდინარე, იღებდნენ მაშინ გადაწყვეტილებას. ფაქტია, რომ 2008 წლის ავისტოს ომის შემდეგ ძალიან იმატა ძალადობის რიცხვა ომგამოვლილ ოჯახებში. იყო მომატებული სტატისტიკა მამობის დადგენასთან დაკავშირებითაც. გამოიკვეთა ისეთი გარემოება, რომ მაშინ სამართალდამცავ ორგანოებში დასაქმებული ადამიანები რატომღაც უარს აცხადებდნენ მამობაზე, მაშინ როდესდაც ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი არსებობდა და ბავშვებიც ვიზუალურად მამას გავდნენ. აღნიშნული გარემოებები იყო ხელშემწყობი, რომ იმ პერიოდში მასიურად ხდებოდა შობადობაზე უარის თქმა. ამიტომ ყველა აბორტზე, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაკეთდა პასუხისმგებელია ხელისუფლება", - აღნიშნა ქეთი ბებიაშვილმა.

Read 696 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი