გიორგი სუხიტაშვილი: არ უნდა დავგოიმდეთ რუსეთის ერთმორწმუნეობით

აგვისტო 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"არ უნდა დავგოიმდეთ ერთმორწმუნეობით" - ასე ეხმაურება მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპულ აზრებს რუსეთის ერთმორმუნეობასთან დაკავშირებით.

"არსებობს უამრავი სტერეოტიპი, რომლის გამყარებასაც რუსული პროპაგანდა უწყობს ხელს - ძლიერია ,დიდია და შემოვა. ჩვენ ის ქვეყანა არ ვართ, რომ როცა მოუნდებათ და რაც მოუნდებათ, ის გაავრცელონ ჩვენზე. ჩვენი ყოველთვის იმიტომ შურს აი ამ "ბუმბერაზ" ქვეყანას, რომ ინტელექტუალური უპირატესობა ყოველთვის გვქონდა",  - ამბობს გიორგი სუხიტაშვილი.

მომღერალალი გიორგი სუხიტაშვილი გამოსავალს განათლებაში ხედავს.

"პატარა ქოთანში როცა ზრდი მცენარეს, ფესვი თუ არ წავიდა ძირში, ის არ გაიზრდება, რჩება დეკორატიული. ჩვენ ვართ ახლა დეკორატიულ მდგომარეობაში, არ გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ გადაგვრგონ დიდ მდელოზე. აი, ამ ქოთნის ყვავილობიდან უნდა გავხდეთ უფრო დიდი მცენარე. სასუქი კი, არის განათლება", - ამბობს ის.

მოსახლეობასთან შეხვედრა გორის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა, რომელსაც მომღერალ გიორგი სუხიტაშვილთან ერთად, მსახიობი დუტა სხირტლაძე, რეჟისორი ბესო სოლომონაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა"-ს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ფილმის თრეილერი აჩვენეს, ასევე ისაუბრეს რუსულ პროპაგანდასა და ევროკავშირზე.

ამავე თემაზე: "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" - აგვისტოს ომზე ფილმი გადაიღეს

შეხვედრა კამპანიის "ძალა ევროპაშია" ფარგლებში გაიმართა.

Read 486 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი