გოგა აფციაური: ხელისუფლებავ, არ გახსოვს რა ხდებოდა ქართულ სოფლებში 8 აგვისტომდე?

აგვისტო 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ჟურნალისტი გოგა აფციაური მიიჩნევს, რომ ომის წლისთავს საქართველოს ხელისუფლება 8 აგვისტოს არ უნდა აღნიშნავდეს.

მისი აზრით, ხვალინდელი დღე აგვისტოს ომის დაწყების თარიღად რუსეთის და ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებას აქვს გამოცხადებული და ამ კუთხით, 08.08.08 -ს ქართული მხარე არ უნდა იზიარებდეს.

"ომი 8 აგვისტოს დაიწყო? რატომ აღნიშნავ ხელისუფლებავ ომის დაწყების წლისთავს ამ დღეს? არ გახსოვთ, რა ხდებოდა ქართულ სოფლებში 8 აგვისტომდე უფრო ადრე? ხომ არ ხდება გარკვეული ნარატივი რუსეთის და ცხინვალის მიერ გამოცხადებული 08.08.08 ამ თარიღის? მოდით დავფიქრდეთ და გავიაზროთ, როდის რა მოხდა და რა დროს რას აღვნიშნავთ?", - აღნიშნა გოგა აფციაურმა ოპკუპაციის მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე.

Read 634 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი