იმედი მავთულხლართების "გადაჭრის" - ახალი სტენსილი გორში

აგვისტო 07 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, არტისტმა გაგოშამ, გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე N47-ში ერთ-ერთ კედელზე შეასრულა ნამუშევარი, რომლის გახსნის ღონისძიებასაც გორელებთან ერთად, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
არტისტი გიორგი გაგოშიძის, იგივე "გაგოშას" თქმით, ნახატზე ასახულია ის სიტუაცია, რაც დღეს რეალურად გვაქვს.
"ბავშვს ხელში უჭირავს რკინის მაკრატელი, რომელიც არის სიმბოლო იმედის, რომ ამ პრობლემას გადაჭრიან ძველი და ახალი თაობები ერთად", - ამბობს გიორგი გაგოშიძე.
არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ ნახატი კამპანია "ძალა ევროპაშია"-ს ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მისი ორგანიზაციაც შეუერთდა.
"ჩვენი მიზანი არის ყველა ფორმით ჩვენს მოქალაქეებს შევახსენოთ აგვისტოს ომი იმისათვის, რომ გვახსოვდეს ის ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ზუსტად გავაკეთოთ ანალიზი იმ მოვლენების, ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ მეგობარი", - აცხადებს ეკა გიგაური.
რუსულ ოკუპაციასა და აგვისტოს ომის თემაზე "სთრით არტი" იმ კედელზე დაიხატა, სადაც ამავე თემაზე ერთი ნახატი წლების წინ სათაურით "დამოუკიდებლობის ფასი" უკვე შესრულდა.
Read 246 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი