Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 04 აგვისტო 2019 22:09

გორში ავარიის შედეგად 24 და 71 წლის მამაკაცები დაშავდნენ

Rate this item
(0 votes)

გორში, ვერხვების დასახლებაში, პოლიციის შენობის წინ ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა. ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, დაშავებულები არიან 24 და 71 წლის მამაკაცები.

"24 წლის მამაკაცის მდგომარეობა მსუბუქია, თუმცა ამ ეტაპზე მას უტარდება კვლევები. რაც შეეხება, 71 წლის მამაკაცს, მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ის რჩება სტაციონარში", - აცხადებენ გორის ჰოსპიტალში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ შემთხვევაზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო გამოძიება.

აღნიშნული მუხლის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ავარიაში მონაწილე დაშავებულ ადამიანებს ემუქრებათ ჯარიმა ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

Read 1319 times Last modified on კვირა, 04 აგვისტო 2019 22:15