2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მატჩის ფინალური შეხვედრა გორში ჩატარდება

აგვისტო 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

5-6-7 აგვისტოს, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩატარდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მეომრების ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა 6 და აზერბაიჯანის 1 გუნდი.

ფინალური შეხვედრა გაიმართება 7 აგვისტოს, 15:00 საათზე, გორის ცენტრალურ სტადიონზე.

ტურნირის გახსნას დაესწრებიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, დავით ჩიხლაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები, ვეტერანები.

აღნიშნული ტურნირი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება.

ტურნირის ჩემპიონ გუნდს გადაეცემა სამსახურის მიერ დაწესებული სპეციალური თასი.

Read 220 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი