რუსეთის დუმა 1920 წელს ქართველების მიერ „ცხინვალში მცხოვრებთა გენოციდის“ საკითხს განიხილავს

აგვისტო 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რუსეთის დუმის ქვედა პალატის სპიკერის ვეჩესლავ ვოლოდინის ინფორმაციით, უახლოეს სხდომაზე, დეპუტატები 1920 წელს საქართველოს მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა "გენოციდის" საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

"სამხრეთ ოსეთის“ პარლამენტის განცხადებას 1920 წელს საქართველოს მიერ ოსების გენოციდის შესახებ სახელმწიფო სათათბიროში ყურადღებით მოეკიდნენ. დუმის საბჭოს უახლოეს სხდომაზე, რომელშიც შედიან სათათბიროს ხელმძღვანელობა, ყველა პოლიტიკური ფრაქციის ხელმძღვანელები და კომიტეტის თავმჯდომარეები, ამ საკითხს განვიხილავთ“, - განაცხადა ვოლოდინმა.

ცნობისთვის, 19 ივლისს ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდა ქართველების მიერ "ოსების გენოციდი" აღიაროს.

ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, სახელმწიფო დუმის და ფედერალური საბჭოს სახელებზეა მომზადებული.

Read 394 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი