Back to Top
ხუთშაბათი, 01 აგვისტო 2019 13:58

ცხინვალში გამართულ გამოფენაზე ოკუპაციის ამსახველი ფოტო გამოჩნდა

Rate this item
(0 votes)

ცხინვალში, პიონერთა პარკში ახლად დაბეჭდილი ფოტოების გაშრობის იმიტაციით გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც პროფესიონალმა, ისე მოყვარულმა ფოტოგრაფებმა.

გამოფენაზე გამოტანილ ფოტოებს შორის ოკუპაციის ამსახველი ფოტოც გამოჩნდა, სადაც გადაადგილების ამკრძალავ მწვანე აბრასთან, სავარაუდოდ სამართალდამცავი მავთულხლართის მეორე მხარეს გადასვლის მსურველ ქალს აკავებს.

ფოტოზე არც მოკლე აღწერა და არც მისი ავტორია მითითებული. ცხინვალის ე.წ. ახალგაზრდული კომიტეტის წარმომადგენლები, რომელთა მხარდაჭერითაც გამოფენა მოეწყო, მხოლოდ იმას წერენ,რომ ფოტოგამოფენამ უამრავი დამთვალიერებლის ყურადღება მიიპყრო.

Read 928 times Last modified on ხუთშაბათი, 01 აგვისტო 2019 14:09