Back to Top
ხუთშაბათი, 01 აგვისტო 2019 11:38

გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის გამოკითხვის მიხედვით დაიწერება 

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს, რომელიც წელს პირველად მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვებზე დაყრდნობით დაიწერება და ასევე პირველად ექნება ,,პროგრამული ბიუჯეტის“ სახე.

პროექტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ,გორის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრების მოთხოვნით, გაიმართა შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლების, ხარჯებისა და შემოსავლების, ასევე, ძირითადი პრიორიტეტების ზედა ზღვრების შესახებ.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან დიდი ინფორმაცია მივიღეთ. გვინდა, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრები მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შედგენაში და თვალყური ვადევნოთ ბიუჯეტირების პროცესს, რომ მოქალაქეთა ინტერესები იყოს მაქსიმალურად წარმოდგენილი და თანხების ხარჯვაც იყოს ადეკვატური“, - განაცხადა მრჩეველთა საბჭოს მდივანმა დაკო მურადაშვილმა.

Read 566 times