მოსახლეობა: ხელთუბანში მგლები შემოგვესია

ივლისი 31 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში მგლები ჩამოდიან და შინაურ პირუტყვს ანადგურებენ.

"ჩვენ რაც ვნახეთ, ორი მგელი იყო, ძროხა შეუჭამეს მეზობელს. შეიძლება, უფრო მეტიცაა", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ხელთუბნის მაჟორიტარი დეპუტატი გორის საკრებულოში, გიორგი შიოშვილი ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობამ მიაწოდა, თუმცა რეაგირებისთვის შესაბამისი სამსახურებისთვის ჯერ არ უცნობებია.

"მე პირადად არ მინახავს, მაგრამ მოსახლეობისგან გავიგე, რომ რამდენიმე შემთხვევა იყო, შინაური პირუტყვი შეჭამეს. მსგავსი შემთხვევა რამდენიმე წლის წინათაც იყო", - გვითხრა გიორგი შიოშვილმა.

 

 
Read 2063 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი