კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი მოსკოვის გამზირზე, 7000 მანეთად შეძენილ ბინაშია ჩაწერილი

ივლისი 31 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ამ თანამდებობაზე ყოფნისას ქონებრივი დეკლარაცია პირველად შეავსო.

დოკუმენტიდან ირკვევა,რომ ბაჩანა გვიანიშვილი 2018 წლის მარტამდე შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში მშენებლობის ზედამხედველად მუშაობდა, სადაც გასული წლის 3 თვეში 1680 ლარი ჩაერიცხა.

რაც შეეხება თანამდებობას, რომელსაც ბოლო ერთი წელია იკავებს გასული წლის 4 თვეში ხელფასის სახით, 5346 ლარი მიიღო.

დეკლარაციის მიხედვით, ბაჩანა გვიანიშვილის სახელზე გასული წლის მონაცემებით, არაფერი ფიქსირდება.

ცნობილი ხდება მხოლოდ ის, რომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რეგისტრირებულია თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე ბინაში, რომელიც მამამისმა 1991 წელს 7000 მანეთად შეიძინა.

Read 536 times Last modified on Last modified on ივლისი 31 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი