გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში მსჯავრდებული სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს

ივლისი 31 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში მსჯავრდებულმა ი.ნ-მ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
მისი ადვოკატის, მარიამ პაპოშვილის განცხადებით, მსჯავრდებულის მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქებაა.
"გასაჩივრებულია იმ დროში, რა ვადაც გვქონდა. გამამართლებელ განაჩენს არა, მაგრამ ობიექტურ გადაწყვეტილებას ითხოვს. ფიქრობს, რომ გამოძიება სხვა მუხლით უნდა წასულიყო", - განაცხადა ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმა.
27 მაისს, გორის რაიონულმა სასამართლომ ი.ნ. ორივე მუხლში დამნაშავედ ცნო. კერძოდ, განზრახ მკვლელობისა და გარყვნილი ქმედების მუხლებით.
მისი თქმით, ის უდანა შაულოა და დამნაშავედ მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობაში უნდა ცნონ.
გორში 9 წლის გოგონა 2018 წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისი ცხედარი სამართალდამცავებმა მდინარე ლიახვის პირას რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
Read 770 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი