ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი შექმნა

ივლისი 31 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. "ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი" შექმნა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომიტეტმა თავმჯდომარედ რობერტ ტაბუევი აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. "ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში" რუსეთის თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი ჯამბოლატ თედეევი შედის.

თედეევი აპირებს მილიონი რუბლი ჩადოს "ოლიმპიურ კომიტეტში", რათა ოლიმპიელებს ერთი სპორტული ფორმა ჰქონდეთ.

მისი თქმით, ოლიმპიური კომიტეტის შექმნა ხელს შეუწყობს სამხრეთ ოსეთის სპორტსმენებს მსოფლიო სპორტში თავისი ადგილი დაიკავონ და უახლოეს მომავალში ოლიმპიურ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა.

Read 168 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი