მიუსაფარი ცხოველების შესახებ გორის მერია კვლევის შედეგებს წარმოადგენს

ივლისი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

31 ივლისს, 16:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მცირე დარბაზში გაიმართება კვლევის შედეგების განხილვა და დისკუსია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით.

კვლევა ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტომ“ შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც ინფორმაცია შეგროვდა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებისა და მათი გამოკითხვის გზით.

"როგორც მთლიანად საქართველოში, ასევე გორის მუნიციპალიტეტში უმძიმესი მდგომარეობაა მიუსაფარ ცხოველებთნ დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, პირველ რიგში, საჭიროა არა მხოლოდ მიუსაფარი, არამედ პატრონიანი ცხოველების პოპულაციის გავრცელების არეალის იდენტიფიცირება და რაოდენობის განსაზღვრა.დაგეგმილი პრეზენტაციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება", - განმარტავენ სტრატეგიული განვითარების სააგენტოში.

დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

Read 203 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი