გორის მერი: 1 მილიონი მანეთი გამოვყავი საჭირო ტექნიკის შესაძენად

ივლისი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„1 მილიონი მანეთი, უკაცრავად ლარი, გამოვყავი თვითმცლელი ნაგვის მანქანების და ქუჩის მოსარეცხი მანქანის შესაძენად“, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ფეისბუქის პირდაპირი ეთერის საშუალებით განაცხადა.

„სოფლებში იყო ნაგავსაყრელების პრობლემა. დიდი მანქანები, რომლებიც დღესდღეობით, ემსახურება გორის მუნიციპალიტეტს, ყველა უბანში ვერ შედიოდა. ამიტომ აქცენტი გაკეთდა მსუბუქი ტიპის თვითმცლელებზე - ნაგვის მანქანებზე. მე ამისთვის გამოვყავი 1 მილიონი მანეთი, უკაცრავად, 1 მილიონი ლარი“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

როგორც ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტის მეიამ შეისყიდა 3 თვითმცლელი ნაგვის მანქანა და 2 ქუჩის მოსარეცხი მანქანა, რომელიც ზამთარში თოვლის მოსახვეტი და მარილის დამყრელი მანქანის ფუნქციასაც შეითავსებს.

Read 2394 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი