გორის მერი: ქაოსური მშენებლობები ქალაქში აღარ იქნება

ივლისი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„ქაოსური მშენებლობები ქალაქში აღარ იქნება“, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, ფეისბუქის პირდაპირი ეთერის საშუალებით განაცხადა.

მისი აზრით, აღნიშნულის გარანტია ქალაქის განაშენიანების გეგმაა, რომელსაც ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი“ ამზადებს მერიის დაკვეთით.

„ამ გეგმის განხორციელება ხელს შეუწყობს იმას, რომ ქაოსური მშენებლობები აღარ იქნება. ჩვენი მუნიციპალიტეტის იერ-სახე უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. აღარ უნდა იყოს უსახური შენობები და მშენებლობები“, - აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი

როგორც ცნობილია, ქალაქის განაშენიანების გეგმის საბოლოო ვერსია მერიას 15 აგვისტოს უნდა ჩაბარდეს.

Read 359 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი