ოქრუაშვილის ადვოკატმა სააპელაციო საჩივარში გირაოს თანხა 50 000 ლარამდე გაზარდა

ივლისი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 50 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას ითხოვს.

ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის თქმით, აღნიშნულის შესახებ მან სააპელაციო საჩივარში მიუთითა.

ჭაბაშვილი პირველი ინსტანციის სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ აღკვეთის ღონსიძიების სახით 10 000 -ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული.

Read 779 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი